"სპარტაკის" მწვრთნელი: "ჯანო პატარა პირლოა"!
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა მასიმო კარერამ, ერთ-ერთი ინტერვიუსას ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა. ჩვენც სწორედ ამ ამონარიდს გთავაზობთ.
"რატომღაც მგონია, რომ ჯანოს საფეხბურთო გზა არასწორად წავიდა და იგი გარკვეულწილად დაისაჯა, რამაც წინსვლის საშუალება არ მისცა. ის ახლა 24 წლისაა, უკვე 1 შვილის მამაა, მალე მეორე ბავშვიც შეეძინება. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მას როგორც ადამიანს ზრდის და შეუძლებელია, აღნიშნული მოვლენები მასზე, როგორც ფეხბურთელზეც არ აისახოს".
კითხვაზე თუ რატომ ენდობა კარერა ანანიძეს, იტალიელმა შემდეგი უპასუხა:
"მას ხუმრობითა და სიყვარულით "პატარა პირლოს" ვეძახი. ჯანო გასახდელში მნიშვნელოვანი ადამიანია, მას გუნდში ატმოსფეროს, ხასიათის შემოტანა შეუძლია. აქვს ლიდერის თვისებები და თანაგუნდელებისთვის კარგი მოტივატორია. გარდა ამისა, ტაქტიკურად ერთ-ერთი ყველაზე განათლებულია". - განუცხადა championat-ს იტალიელმა სპეციალისტმა.
მომზადებულია sports.ru-ის მიხედვით