კურიოზი სერია B-ში - როცა ვიდეორეფერის ითხოვ, მაგრამ VAR არ გაქვს
Aa
Aa

კურიოზი სერია B-ში - როცა ვიდეორეფერის ითხოვ, მაგრამ VAR არ გაქვს

იტალიის რანგით მეორე დივიზიონში კურიოზული შემთხვევა დაფიქსირდა. „ასკოლისა“ და „რეჯიანას“ მატჩის მთავარმა არბიტრმა 94-ე წუთზე გასული გოლის შემდეგ, ვიდეორეფერი მოითხოვა, თუმცა საქმე ისაა, რომ სერია B-ში VAR-ის ტექნოლოგია დანერგილი არ გახლავთ.

მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე „ასკოლი“ 2-1-ს იგებდა, როცა „რეჯიანამ“ მეტოქის კარის აღება და ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. მატჩის მთავარმა არბიტრმა, ფრანჩესკო მერავილიამ გოლი ჩათვალა, თუმცა შემდეგ ლაინსმენისკენ გაიხედა და აღმოაჩინა, რომ მან თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ვითარების გასარკვევად მერავილიამ VAR-ის ჟესტი გამოიყენა და ეპიზოდის ვიდეორეფერისთან გადამოწმება მოისურვა, მაგრამ დაავიწყდა, რომ სერია B-ში VAR არ გამოიყენება.

საბოლოოდ, მთავარი არბიტრი გვერდითა მსაჯს ენდო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. როგორც შემდგომში გაირკვა, ლაინსმენი არ შემცდარა და „რეჯიანამ“ გოლი წესების დარღვევით გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები