ველევმა და შპიჩიჩმა "დინამო" დატოვეს
თბილისის "დინამო" ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ორ ლეგიონერს, ბულგარელ სტეფან ველევსა და ხორვატ მატია შპიჩიჩს დაემშვიდობა.
"დინამო" ასევე დატოვა აკადემიის ბულგარელმა მთავარმა მწვრთნელმა ვესელინ ბრანიმიროვმა.
ჩვენი კლუბი მადლობას უხდის ფეხბურთელებსა და მწვრთნელს გაწეული სამსახურისათვის და მათ სამომავლო წარმატებას უსურვებს.
მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით