Aa
Aa

"საუთჰემპტონის წნეხს ვერ გავუძელით" - ლამპარდის მატჩისშემდგომი კომენტარი

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი შეხვედრა "ჩელსისა" და "საუთჰემპტონს" შორის. "არისტოკრატებმა" კი მორიგი ქულები დაკარგეს. მატჩის შემდეგ ფრენკ ლამპარდმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ქულების დაკარგვით იმედგაცრუებული ვარ. რთული თამაში იყო. პირველ ტაიმში ჩემმა გუნდმა საოცარი ფეხბურთი ითამაშა, ყურებაც სასიამოვნო იყო. პირველი გოლის შემდეგ მეორეს გატანა გვინდოდა და ეს გამოგვივიდა. შესვენების დროს მათ ვუთხარი, რომ მოსაგებად ყველაფერი გაეკეთებინათ. საბოლოოდ პოზიტიური მხოლოდ პირველი ტაიმი გამოდგა.

ტიმო ვერნერმა ინდივიდუალურად შესანიშნავად ითამაშა. ის ბევრს მუშაობს, რათა უკეთესი იყოს. ვიმეორებ, გულდასაწყვეტია ამ თამაშის ვერ მოგება, რადგან როგორც გუნდი კარგად ვუტევდით. მეორე ნახევარში კი დაცვამ კარგად ვერ ითამაშა.

მეორე ტაიმში მეტოქის წნეხს ვერ გავუძელით, რამაც პრობლემები შეგვიქმნა. დროის გასვლასთან ერთად ისინი პრესინგს აძლიერებდნენ. მეტოქეს უნდოდა, რომ საკუთარ ნახევარზე მოკლე პასებით გვეთამაშა და სამწუხაროდ ჩვენ მათ ავყევით.

კეპამ ორი შესანიშნავი "სეივი" განახორციელა. გულშემატკივრები თვლიან, რომ მეორე გოლი მხოლოდ მისი ბრალი იყო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ეს მთლიანად გუნდის ბრალი იყო. მხოლოდ 1 ადამიანი არაფერ შუაშია. ვფიქრობ, რომ ყველა მეკარე, ვისაც ტოპ დონეზე თამაში სურს მენტალურად ძლიერი უნდა იყოს." - განაცხადა ლამპარდმა

შეგახსენებთ, რომ "არისტოკრატებმა" შინ "საუთჰემპტონს ვერ მოუგეს. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ლონდონელებს გამარჯვება უკანასკნელ წუთზე სტუმართა დანიელმა მცველმა იანიკ ვესტერგაარდმა გამოგლიჯა ხელიდან. 

მომდევნო მატჩს "ჩელსი" ჩემპიონთა ლიგაზე 20 ოქტომბერს "სევილიას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები