Aa
Aa

„თანახმა ვარ! იყოს 23 იანვარი" - კონორი UFC-ში ბრუნდება?

ირლანდიელმა მებრძოლმა, კონორ მაკგრეგორმა UFC-ის წინადადებაზე თანხმობა განაცხადა და მზადაა, დასტინ პორიეს შეერკინოს. კონორმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და ბრძოლის ჩატარების ადგილიც დაასახელა.

„თანახმა ვარ! იყოს 23 იანვარი. ჩემი მიზანია, რომ ეს ბრძოლა დალას კოვბოისის სტადიონზე შესაფერის სტილში გაიმართოს. ჯერი ჯონსი ჩემი მეგობარია და ამ სტადიონს გულშემატკივრების მიღება შეუძლია. ტექსასისთვის მზად ვიქნები და ტექსასი ჩემი ქომაგებისთვისაც მზად იქნება. შემდეგი კი მენია“.

ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, UFC-ის პრეზიდენტმა, დეინა უაითმა განაცხადა, რომ კონორს წინადადებით მართლაც მიმართა. მაკგრეგორს პორიესთან ჩხუბი 2020 წელს სურდა, თუმცა უაითმა აღნიშნა, რომ UFC-მ ირლანდიელს ბრძოლის 23 იანვარს გამართვა შესთავაზა. უაითის თქმით, უარის შემთხვევაში, კონორი სხვა წინადადებას ვერ მიიღებდა და როგორც ჩანს, ირლანდიელი ოქტაგონზე ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ მაკგრეგორს კარიერაში 26 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 22 მოგება და 4 მარცხია. პორიეს რაც შეეხება, მან 33 შერკინებიდან 26-ში იმარჯვა. დასტინი და კონორი რვაკუთხედში ერთმანეთს პირველად 2014 წელს შეხვდნენ და მაშინ ტექნიკური ნოკაუტით ირლანდიელმა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები