Aa
Aa

"ამას პირველად ვამბობ" - კობიაშვილმა ჩაკვეტაძის უთამაშებლობის მიზეზი გააჟღერა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ერთ-ერთ გადაცემაში საუბრის დროს გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს. ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ როდესაც გიორგი საქართველოში მოფრინავდა, უკვე ცნობილი იყო, რომ ვერ ითამაშებდა.

"გიორგი ჩაკვეტაძეს იმდენად უნდოდა საქართველოში ბელარუსთან მატჩს დასწრებოდა, რომ ის თამაში ბოლოს რომელიც ითამაშა, წესით არ უნდა ეთამაშა. რომ არ ეთამაშა გუნდი არ გამოუშვებდა. 

პირველად ვამბობ, ეს აქამდე არავის უთქვამს. გიორგის ფეხი სტკიოდა, თუმცა იმდენად უნდოდა აქ ჩამოსვლა, რომ ის მატჩი ითამაშა. ხვდებით ალბათ რა განწყობაა თითოეულ ფეხბურთელში და სრულიად ნაკრებში.

აქ რომ ჩამოვიდა უკვე ვიცოდით, რომ ვერ ითამაშებდა, რადგან ფეხი აწუხებდა და ცრემლები მოსდიოდა. მას ძალიან სურდა თამაში. მე ვფიქრობ ეს ისტორია გუნდთან ერთად გიორგიმ დაიწყო. ის იყო მთავარი შემოქმედი და მჯერა ის დაასრულებს." - განაცხადა ლევანმა

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ ბელარუსთან უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გამოტოვა და სწორედ ამ საკითხზე ისაუბრა კობიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები