„დრაფტის პროცესის გავლამ თავდაჯერებული გახადა
Aa
Aa

„დრაფტის პროცესის გავლამ თავდაჯერებული გახადა" - სეტონ ჰოლის მწვრთნელმა მამუზე ისაუბრა

სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, კევინ უილიარდმა სეზონის დაწყებამდე App.com-ის შეკითხვებს უპასუხა. ინტერვიუს მიმდინარეობისას საუბარი „მეკობრეების“ ქართველ მძიმე ფორვარდსაც შეეხო.

App.com - იმ კალათბურთელების წასვლის შემდეგ, რომლებმაც სწავლა დაამთავრეს, საკუთარ გუნდზე რა აზრის ხარ?

კევინ უილიარდი: „მაილს პაუელის ჩანაცვლება შეუძლებელია, მაგრამ მომწონს, რასაც ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. მაღალი დონის მოთამაშეების დაკარგვის შემდეგ, ადგილი დავუთმეთ იმ კალათბურთელებს, რომლებიც მათგან სწავლობდნენ და მზად იყვნენ. სანდრო მამუკელაშვილს, ჯარედ როდენს და მაილს კეილს ახალ სეზონში შეუძლიათ, უფრო დიდი როლი შეითავსონ“.

App.com - მამუ უკვე მეოთხეკურსელია. რა იქნება მისთვის წლეულს განსხვავებული?

„NBA-ის დრაფტის პროცესის გავლისა და უამრავი გუნდისგან წამოსული ინტერესის წყალობით მამუ თავდაჯერებული გახდა, რაც აქამდე ცოტათი აკლდა. ახლა ის უკეთ ხვდება, რომ ძალიან კარგი კალათბურთელია“.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილი NBA-ის დაახლოებით 20 გუნდს ესაუბრა. Nypost-ის ცნობით ორი გუნდი ქართველს დრაფტის მეორე რაუნდში არჩევასაც დაჰპირდა, თუმცა საბოლოოდ, მამუკელაშვილმა ერთი სეზონით „სეტონ ჰოლში“ დარჩენა გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები