დებიუტი, ჰეთ-თრიქი, 8:0 და სალამი
Aa
Aa

დებიუტი, ჰეთ-თრიქი, 8:0 და სალამი "არსენალს" - საოცარი დებიუტი გერმანიის ნაკრებში

ბრემენის "ვერდერის" 21 წლის შემტევის, სერჟ გნაბრის დებიუტმა გერმანული პრესა აალაპარაკა.

მართალია, ალემანთა მეტოქე უსუსტესი სან მარინოს ნაკრები იყო, თუმცა სადებიუტო მატჩში 3 გოლის გატანა მაინც უჩვეულო მოვლენაა. 

მისი კლუბის "ტვიტერის" ოფიციალურმა გვერდმა კი, გნაბრის თამაში ასე შეაფასა: 1. დებიუტი . 2. ჰეთ-თრიქი √. 3. 8:0 √. 4. Hello Arsenal ;)

მოგეხსენებათ, გნაბრი სწორედ "არსენალის" საკუთრება იყო და ბრემენელთა რიგებში ამ ზაფხულს გადაბარგდა. 

 

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები