მესი:
Aa
Aa

მესი: "ჩასვრილი სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ"

არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და მთავარი ვარსკვლავი, ლიონელ მესი, ბრაზილიასთან განადგურების შემდეგ გაცეცხლებული იყო. 

"ჩემი აზრით სერიოზული მენტალური პრობლემები გვაქვს. შესაბამისად, როცა რაღაც გონებაში არაა წესრიგში, მაშინ ფეხებიც ვერ მუშაობს. ასე, რომ არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეს ჩასვრილი სიტუაცია უნდა გამოასწოროს".

"პირველ გოლამდე თანაბარი თამაში იყო. მათი მეორე ბურთი კი ჩვენზე ძალიან ცუდად აისახა".

"არგენტინა დეზორიენტირებული იყო და უფრო დიდი ანგარიშით წაგებაც შეგვეძლო. ჩვენ ჯერ კიდევ საკუთარ შედეგებზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ ქულების განიავების უფლება აღარ გვაქვს. ამ მხრივ კოლუმბიის დამარცხებით ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია". - განაცხადა მესიმ.

"ალბისელესტემ" ბრაზილიაში უპრინციპულეს მეტოქესთან 0:3 წააგო და შესარჩევში ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო. შედეგად, გუნდი 16 ქულით მეექვსე ადგილზეა. ხოლო შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 7 ტურია დარჩენილი. 

შეგახსენებთ იმასაც, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს პირველ 4 ადგილზე გასული ნაკრები პირდაპირ მოიპოვებს, მე-5 ადგილოსანს კი, ფლეი-ოფის თამაში მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები