მილანმა დიოგო დალო გააოფიციალურა!
Aa
Aa

მილანმა დიოგო დალო გააოფიციალურა!

"მილანმა" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" პორტუგალიელი ფლანგის მცველი დიოგო დალო 1 წლიანი იჯარის წესით შეიძინა. ხელშეკრულების მიხედვით "როსონერის" 20 მილიონ ევროდ მისი გამოსყიდვა შეუძლია.

21 წლის ფეხბურთელი უნივერსალია. მას დაცვის მარცხენა და მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში, რაც "მილანს" საკმაოდ დიდი არჩევანის საშუალებას მისცემს.

პორტუგალიელმა კარიერა 2008 წელს "პორტოში" დაიწყო და წლების განმავლობაში სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა. 2017-ში ის დააწინაურეს და სათამაშოდ მთავარ გუნდში გადაიყვანეს.

2018 წელს მისით "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესდა და საბოლოოდ დალო "წითელი ეშმაკი" გახდა, მაგრამ სამწუხაროდ მისი ბრიტანული კარიერა არ შედგა. დიოგომ მხოლოდ 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

დალოს "იუნაიტედში" თამაშის ყველაზე კაშკაშა მომენტი 2019 წელს იყო. "ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სტუმრად პსჟ-ს ხვდებოდნენ. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მატჩის უკანასკნელ წუთზე პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად რაშფორდმა აქცია და სულშერის გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები