Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  18:50

რონალდუ ბისექსუალია? - ლისტერმანის სკანდალური განცხადება

პიოტრ ლისტერმანი VIP გაცნობების სააგენტოს მფლობელია. ხსენებულმა პიროვნებამ სკანდალური განცხადება გააკეთა და კრიშტიანუ რონალდუს ორიენტაციაზე ისაუბრა.

"ირინა შეიკი და რონალდუ მე გავაცანი ერთმანეთს. იმ პერიოდში პორტუგალიელზე ბევრი ჭორი დადიოდა, გულშემატკივრებს ის ჰომოსექსუალი ეგონათ, მაგრამ საქმე სხვა რამეში გახლდათ.

კრიშტიანუ ბისექსუალია, მას კაცებიც მოსწონს და ქალებიც. რუსი მოდელი მას ამ ჭორების გადასაფარად სჭირდებოდა, თავად ირინას კი რონალდუსთან ურთიერთობა პოპულარობის მიზნით სურდა. 

მათ დაწყვილებაში მე სოლიდური გასამრჯელო მივიღე. ვფიქრობ, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა არ ჰქონდათ. ყველა ხედავდა, რომ ისინი ერთმანეთზე შეყვარებულები იყვნენ, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ყველაფერი დიდი სპექტაკლი იყო." - განაცხადა ლისტერმანმა "იუთუბის" ერთ-ერთ არხზე.

შეგახსენებთ, რომ შეიკი და რონალდუ ერთმანეთს 2010 წლიდან 2015 წლამდე ხვდებოდნენ. ახლა "იუვეს" ვარსკვლავი ჯორჯიანა როდრიგესს ხვდება, რომელთანაც საერთო შვილებიც ჰყავს. როგორც ცნობილია ისინი სულ მალე დაქორწინებას აპირებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში