Aa
Aa

ახალი რეკორდი - მიულერი ყველაზე ტიტულოვანი გერმანელია

მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავი, ტომას მიულერი გერმანელ ფეხბურთელთა შორის საკლუბო დონეზე ყველაზე ტიტულოვანი გახდა.

უეფა-ს სუპერ თასის მოგების შემდეგ ტომასი ბასტიან შვაინშტაიგერს გაუთანაბრდა და ორივე მათგანს 26 საკლუბო ტიტული ჰქონდა მოგებული, გუშინდელი წარმატების შემდეგ კი რეკორდი მხოლოდ მისია.

მიულერმა საკუთარ კოლექციას გერმანიის სუპერ თასი დაამატა და საკლუბო კარიერაში რიგით 27-ე ტიტული მოიპოვა. მან „დორტმუნდთან“ გამართულ გუშინდელ შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.

საბოლოოდ, „ბაიერნმა“ ერთ-ერთ მთავარ მეტოქეს 3:2 აჯობა და ქვეყნის სუპერ თასი ისტორიაში მერვედ დაისაკუთრა, რაც სარეკორდო შედეგია. მიუნხენელები შემდეგ ტიტულს დეკემბერში დაუმიზნებენ, როცა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები