Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  08:55

„დონი ჭკვიანი ფეხბურთელია" - მატა ვან დე ბეეკს აქებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, ხუან მატამ „წითელი ეშმაკების“ ახალწვეული, დონი ვან დე ბეეკი შეაქო. 32 წლის ესპანელმა თანაგუნდელის შესახებ კარაბაოს თასზე „ბრაიტონის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და ნიდერლანდელის მისამართით დადებითი სიტყვები არ დაიშურა.

„დონი უჭკვიანესი ფეხბურთელია. მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს, რადგან იგი თავისუფალ ზონებსა და სივრცეს ყოველთვის პოულობს. მომწონს ის თუ როგორ ესმის ფეხბურთი. საუბარი მაქვს კედლის გათამაშებაზე, პასებზე და მოედანზე გადაადგილებაზე’.

მატამ მატჩისა და „მანჩესტერის“ მიზნების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „მეტოქეს მაღალი დონის სპეციალისტი წვრთნის და ვფიქრობ, დღეს კარგად ვითამაშეთ. მეორე ტაიმში მომენტები შევქმენით და თამაშის მოსაკლავად ბევრი შანსი გვქონდა, რითიც ბედნიერნი ვართ.

მიმდინარე სეზონში გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ტიტულები მოვიგოთ. ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძვით და გვსურს, ქომაგები გავახაროთ. პირადად მე, როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად თავს შვენივრად ვგრძნობ და ვთვლი, რომ ჩემს ფეხებს ფეხბურთის თამაში კიდევ შეუძლიათ“.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერმა“ „ბრაიტონი“ 3-0 დაამარცხა. „წითელი ეშმაკების“ მხრიდან გოლები მატამ, პოგბამ და მაკტომინეიმ გაიტანეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში