Aa Aa
30 სექტემბერი 2020  |  19:26

"მასზე 300 წლის შემდეგაც ილაპარაკებენ" - რუი კოშტა რონალდუზე

პორტუგალიელმა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რუი კოშტამ, თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუზე "ტუტო სპორტთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის 40 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნება.

"გამიკვირდება, როცა რონალდუ ზღაპრული გოლების გატანას შეწყვეტს. ხალხი კრიშტიანუზე 300 წლის შემდეგაც ილაპარაკებს. ის უნიკალურია და ფეხბურთი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა. მისი თამაშის ხარისხი სხვადასხვა კლუბებში, ყველგან იდენტურია. მან  35 წლის ასაკში ყველა ტიტული მოიგო.

რომას წინააღმდეგ საოცრებები გააკეთა. დარბოდა ყველგან და ორი გოლი გაიტანა. ხანდახან რაღაცები არ გამოსდის, მაგრამ მას ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობა სურს. კრიშტიანუ ბედნიერი ადამიანია და ვთვლი, რომ 40 წლის ასაკშიც საუკეთესო იქნება. მე ძალიან გამიმართლა, რადგან კარიერის განმავლობაში მასთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა" - განაცხადა რუი კოშტამ

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია ა-ს უკანასკნელ ტურში, "იუვენტუსი" "რომას" ესტუმრა და 10 კაცით ფრედ 2:2 დაასრულა. ტურინელთა მხრიდან ორივე გოლი პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა გაიტანა.  მიმდინარე გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი რონალდუ 3 გატანილი გოლით გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში