ისტორია გრძელდება - ლეროი სანე 8 მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

ისტორია გრძელდება - ლეროი სანე 8 მატჩს გამოტოვებს

მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეული ლეროი სანე ტრავმირებულია და 4 კვირით იუქმებს. ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა "კიკერი" ავრცელებს.

თავდაპირველად გერმანელს მცირე დაზიანება აღენიშნებოდა, მაგრამ განმეორებითი დაკვირვების შემდეგ სანეს მარჯვენა მუხლის ტრავმა დაუდგინდა.

4 კვირის განმავლობაში მიუნხენელები 8 მატჩს გამართავენ. პირველი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი დღევანდელი სუპერ თასია, სადაც "რეკორდმაისტერი" "დორტმუნდის ბორუსიას" დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

ლეროი სანე კიდევ 7 შეხვედრაში არ იქნება. "ბაიერნი" ოქტომბრის ბოლომდე ბერლინის "ჰერტას", "არმინია ბილეფელდს", ფრანკფურტის "აინტრახტს", და "კიოლნს" დაუპირისპირდება. 24 წლის შემტევი გუნდს ვერც სათასო დაპირისპირებაში დაეხმარება, რომელიც 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ვერც ჩემპიონთა ლიგის პირველ ორ ტურში. 

ცნობილია, რომ სანეს გუარდიოლასთან ურთიერთობა, სწორედ მისი ხშირი ტრავმიანობის გამო დაეძაბა. ესპანელი სპეციალისტი, მას საკმაო რაოდენობის მნიშვნელოვან თამაშებში ვერ იყენებდა, რაც საბოლოოდ კონფლიქტის მიზეზი გახდა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი შემტევი "ბაიერნს" მიმდინარე წლის სატრანსფერო ფანჯრის დროს, 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები