ვაისი:
Aa
Aa

ვაისი: "მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა"!

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 8 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" ჟურნალისტებთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ მატჩზე ისაუბრა, რომელსაც მისი გუნდი მოლდოვის ნაკრებთან გამართავს. 

"რთულ თამაშს ველით, რომელშიც ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებაა. მართალია, თამაშის ხარისხი შედარებით გამოსწორებულია, თუმცა ეს ის არაა, რითაც უნდა ვიამაყოთ, მთავარი შედეგია". 

"მეტოქეს დიდ პატივს ვცემ, მათ კარგი მწვრთნელი და რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავთ. მათი თამაში, ვფიქრობ, კარგად შევისწავლეთ". 

"ისინი კონტრშეტევაზე კარგად თამაშობენ, ამიტომ დაცვას დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ჩვენი მიზანი გულშემატკივრის გახარება და პირველი გამარჯვების მოპოვებაა". 

"წინა მატჩებში რეალიზების პრობლემა გვქონდა და ეს აუცილებლად გამოსასწორებელია. ირლანდიასა და უელსთან 10 საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლი გავიტანეთ".

"შემადგენლობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ვარჯიშებზე რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებ. კლუბში სათამაშო პრაქტიკის არქონის გამო ფეხბურთელთა ნაწილი 100%-ით მზად არაა". 

"ჯანო ანანიძე ტრავმირებული ჩამოვიდა, მას ექიმები დააკვირდებიან, თუმცა დიდი ალბათობით, ის მოლდოვასთან ნაკრებს ვერ დაეხმარება". - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვას ნაკრებებს შორის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები