Aa
Aa

ტამპა ბეი ლაითნინგი სტენლის თასის გამარჯვებულია!

„ტამპა ბეი ლაითნინგი“ სტენლის თასის გამარჯვებული გახდა. ჯონ კუპერის გუნდმა ფინალური სერიის მეექვსე შეხვედრაში „დალას სტარსი“ 2-0 დაამარცხა და სტენლის თასი ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა.

„ლაითნინგმა“ დაცვაში ფენომენალური თამაში აჩვენა და ბრეიდენ პოინტისა და ბლეიკ კოულმენის გოლების წყალობით იმარჯვა. „ტამპა ბეის“ მეკარემ, ანდრეი ვასილევსკიმ კი კარიერაში პირველი საპლეიოფო შათაუთი გაიფორმა და 22 დარტყმა მოიგერია.

შეხვედრის პირველი ვარსკვლავის სტატუსი ვიქტორ ჰედმანმა დაისაკუთრა. მეორე ვარსკვლავად ბრეიდენ პოინტი დაასახელეს, ხოლო მესამე ვარსკვლავის წოდება ანდრეი ვასილევსკის ერგო.

„ტამპა ბეის“ მცველმა, ვიქტორ ჰედმანმა კონ სმაიტის სახელობის ჯილდოც მიიღო და პლეიოფის MVP გახდა. „ლაითნინგის“ რიგებში პლეიოფში გამართულ შეხვედრებში მან 10 გოლი და 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ „ტამპა ბეიმ“ საჩემპიონო გზაზე „კოლამბუსსა“ და „ბოსტონს" 4-1 სძლია, ხოლო „აილენდერსი“ და „სტარსი“ 4-2 დაამარცხა. „ლაითნინგს“ სტენლის თასი 2004 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. მაშინ „ტამპა ბეიმ“ ფინალურ სერიაში „კალგარისთან“ 4-3 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები