კორონავირუსი ჯენოაში - როსობლუში Covid-19-ის 14 შემთხვევა დაფიქსირდა
Aa
Aa

კორონავირუსი ჯენოაში - როსობლუში Covid-19-ის 14 შემთხვევა დაფიქსირდა

„ჯენოამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ცნობილი გახდა, რომ გუნდში კორონავირუსით ინფიცირების 14 შემთხვევა დაფიქსირდა.

Football Italia-ს ინფორმაციით, „როსობლუში“ Covid-19-ის დასადგენი ტესტები „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ ჩატარდა. Gazzetta dello Sport კი გვაუწყებს, რომ 14 ინფიცირებულიდან 10 ფეხბურთელია და მათ შორის პერინი და შონე არიან.

„ჯენოა იუწყება, რომ დღევანდელი ტესტირების შემდეგ, Covid-19-ით ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. კლუბი პროტოკოლის მიხედვით მოქმედებს და მთავრობის წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ უკვე შეატყობინა. ჯენოა სიახლეებს გულშემატკივრებს ეტაპობრივად შეატყობინებს“, - წერია „ჯენოას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გენუელებმა „ნაპოლისთან“ სრულ კრახი განიცადეს და 6-0 დამარცხდნენ. „ჯენოას“ 2 ტურის შემდეგ, 3 ქულა აქვს და მომდევნო შეხვედრას 3 ოქტომბერს, „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები