გურამ კაშია "ფეისბუქზე" მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია საკუთარ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც შემდეგი წერია:
"მოგესალმებით, მეგობრებო! გადავწყვიტე გავათამაშო ჩემი ნაკრების მაისური, რომელიც მეცვა უელსის ნაკრებთან თამაშის დროს (1:1). დააკომენტარე ჩემი პოსტი, ფოტო/ვიდეო (ვიდეო მაქს. 15 წამი) სადაც გამოხატული იქნება თქვენი ემოციები, ფეხბურთისადმი სიყვარული. კომენტარი რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას მოაგროვებს, მიიღებს ჩემს მაისურს. გამარჯვებული გამოვლინდება 11 ნოემბერს 23:59 Georgian Time".
ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ ლინკზე: https://www.facebook.com/kashia37/?hc_ref=PAGES_TIMELINE&fref=nf
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს