არველაძის გუნდის სენსაციური გამარჯვება თურქეთის ჩემპიონთან
თურქეთის სუპერლიგის 2020-21 წლების სეზონის მესამე ტურში ვატო არველაძის "ფათიჰ ქარაგუმრუქმა'' საკუთარ კედლებში თურქეთის მოქმედი ჩემპიონი ''ბაშაქშეჰირი'' 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი 47-ე წუთზე ჩილელმა ენცო როკომ გაიტანა. მეორე გოლი სლოვაკი ერიკ საბოს ანგარიშზეა.
ვატო არველაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. 22 წლის შემტევმა საწყის ორ ტურში სასტარტოში ითამაშა, ამჯერად კი მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე, როცა ანგარიში 1:0 იყო.
მეორე გოლი მასპინძლებმა კონტრშეტევის შემდეგ გაიტანეს: არველაძის, სენეგალელი ნდაოსა და საბოს კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
მიმდინარე სეზონში საწყისი სამი ტურის შემდეგ ''ფათიჰ ქარაგუმრუქის'' ანგარიშზე 7 ქულაა. არველაძის გუნდი ''გალათასარაისა'' და ''ალანიასფორს'' 1 ქულით უსწრებს, თუმცა აღნიშნულ კლუბებს მესამე ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებიათ.
შეგახსენებთ, ''ფათიჰ ქარაგუმრუქის'' ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა.
Kazanınca biz! ????⚫️????#EfsaneyeTanıkOl #KaragümrükGeldi pic.twitter.com/QiSiMkTL56
— Fatih Karagümrük SK (@karagumruk_sk) September 25, 2020
"ფათიჰ ქარაგუმრუქი" 1926 წელს დაარსებული კლუბია, რომლის მფლობელიც სულეიმან ჰურმა გახლავთ. მას ტყუპ ძმებ არველაძეებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. კლუბი თურქული ფეხბურთის ელიტაში 36-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და იქ მე-3 სეზონს ატარებს.