უეფა: 5 ცვლილება და საქართველო-ბელარუსის გადადების ერთადერთი ვარიანტი
Aa
Aa

უეფა: 5 ცვლილება და საქართველო-ბელარუსის გადადების ერთადერთი ვარიანტი

უეფას აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით თუ ერთა ლიგის ნახევარფინალში ბელარუსის ან საქართველოს ნაკრები მატჩზე მინიმუმ 13 ფეხბურთელით არ გამოცხადდება, შეხვედრა 2021 წლის მაისში ან ივნისსში ჩატარდება. ცხადია, კორონავირუსის გავრცელების პირობებში ამ სახის საფრთხე არსებობს და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული რეალობიდან გამომდინარე მიიღო, რაც ნიშნავს იმას, რომ რომელიმე გუნდს ტექნიკური წაგება არ ჩაეთვლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ცვლილებებს შეეხება. საქართველოსა და ბელარუსის ნახევარფინალურ შეხვედრაში მთავარ მწვრთნელებს 5 ცვლილების განხორციელების უფლება ექნებათ, რაც გადატვირთული გრაფიკის გამო ფეხბურთელთათვის ტრავმების არიდებით აიხსნება.

შეგახსენებთ, საქართველოსა და ბელარუსის ნახევარფინალური დაპირისპირება მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადაიდო და 8 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' ჩატარდება.

მიმდინარე თვეში ერთა ლიგის მეორე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე, C ლიგაში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი სტუმრად ნიკა კაჭარავას გოლით დაამარცხა, შემდეგ კი ''დინამო არენაზე'' მაკედონიასთან 1:1 ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდისთვის შემდეგი შეხვედრა ისტორიულია, 8 ოქტომბერს ''დინამო არენაზე'' საქართველო ბელარუსს დაუპირისპირდება და ამ მატჩის მიმართ ქართველი ქომაგების მხრიდან უდიდესი ინტერესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები