კარი NBA-ს ისტორიაში შევიდა
"გოლდენ სტეიტისა" და "ნიუ ორლეან პელიკანზის" შეხვედრაში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.
მასპინძელთა ლიდერმა სტეფ კარიმ NBA-ს რეკორდი დაამყარა. მან ზუსტად ჩააგდო 13 სამქულიანი, რაც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. მთლიანობაში კარიმ 46 ქულა მოაგროვა. გოლდენ სტეიტმა კი მეტოქე 116:106 დაამარცხა.
სტეფ კარის შემდეგ საუკეთესო იყო კლეი ტომპსონი, რომელმაც 24 ქულა მიითვალა, კევინ დურანტმა კი 22.
მატჩი მონაწილეობა მიიღო საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 11 წუთი გაატარა. ზაზამ აქტივში 2 ქულა და 1 მოხსნა ჩაიწერა.
გოლდენ სტეიტს მიმდინარე სეზონში გამართული 7 შეხვედრიდან 5 მოგებული აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს.