მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

მიუნხენის ბაიერნი "უეფას" სუპერ თასის გამარჯვებულია!

დასრულდა შეხვედრა "ბაიერნსა" და "სევილიას" შორის. "რეკორდმაისტერმა" მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

მატჩის მე-13 წუთზე ანდალუზიელებმა ანგარიში გახსნეს. თავი ო'კამპოსმა პენალტით გამოიჩინა. მიუნხენელებმა ზეწოლა გაზარდეს და 34-ე წუთზე ლეონ გორეცკამ უძლიერესი დარტყმით ბონოს კარი აიღო. 

მეორე ტაიმში უპირატესობა გერმანელთა მხარეს იყო, "სევილიამ" კი საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ააგო. გუნდებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი გაცვალეს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 87-ე წუთზე ენ ნესირი, მანუელ ნოიერთან პირისპირ დარჩა და ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. გერმანელმა გოლკიპერმა მას ურთულესი ბურთი აუღო.

დამატებით დროში ესპანელები დაიღალნენ და ფლიკის შეგირდებმა უპირატესობა გაზარდეს, მაგრამ ლოპეტეგის შეგირდებს ერთი რეალური მომენტი მაინც ჰქონდათ, თუმცა ნოიერმა ის ეპიზოდიც გააუვნებელყო. რამდენიმე წუთის შემდეგ კი ხავი მარტინესმა ბრწყინვალე თაურით გუნდი წინ გაიყვანა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა. ნიშანდობლივია ის, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა 2013 წლის სუპერ თასის ფინალშიც გაიტანა გოლი. ვეტერანმა ლონდონის "ჩელსის" კარის ბადე უკანასკნელ წამს შეარხია და ანგარიში გაათანაბრა. ის თამაში საბოლოოდ "ბაიერნის" გამარჯვებით დასრულდა.

"რეკორდმაისტერმა" "უეფას" სუპერ თასის მოგება ისტორიაში მეორედ მოახერხა. "სევილიამ" კი მიჯრით მე-5 ფინალი წააგო. ანდალუზიელები 2007 წელს "მილანთან" დამარცხდნენ. 2014, 2015 და 2016 წელს მადრიდის "რეალთან" და ახლა უკვე მიუნხენის "ბაიერნთან." 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები