Aa
Aa

სტენლის თასის ფინალი - ტამპამ დალასთან გაათანაბრა

სტენლის თასის ფინალური დაპირისპირების მეორე შეხვედრაში „ტამპა ბეი ლაითნინგმა“ „დალას სტარსი“ 3-2 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 1-1. ჯონ კუპერის გუნდმა გადამწყვეტ უპირატესობას პირველ პერიოდში მიაღწია, რომელიც 3-0 მოიგო და ლიდერობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნა.

„ტამპა“ ბრეიდენ პოინტმა დააწინაურა, რომელმაც კუჩეროვისა და ჰედმანის პასებით ისარგებლა. მალევე „დალასის“ კარი ონდრეი პალატმა და კევინ შატენკირკმაც აიღეს. „სტარსმა“ პაველსკისა და იანმარკის გოლებით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ანგარიში ვერ გაათანაბრა და სერიაში პირველად დამარცხდა.

შეხვედრის პირველი ვარსკვლავი ვიქტორ ჰედმანი გახდა, რომელმაც 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მეორე ვარსკვლავად ნიკიტა კუჩეროვი დაასახელეს, ხოლო მესამე ვარსკვლავის წოდება „დალასის“ მოთამაშეს, ჯონ კლინგბერგს ერგო.

შეგახსენებთ, რომ „სტარსისა“ და „ლაითნინგის“ სერიის მესამე შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით დილის 4 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები