ვარანმა პირადი რეკორდი დაამყარა
მადრიდის "რეალის" ფრანგი ცენტრალური მცველისთვის, რაფაელ ვარანისთვის ესპანეთის ჩემპიონატის გასული ტური საიუბილეო გამოდგა.
საქმე ისაა, რომ "ლეგანესის" წინააღმდეგ, ვარანმა "ლა ლიგის" ეგიდით "სამეფო გუნდის" მაისური მეასედ მოირგო. შეხვედრის შემდეგ კი, ახალგაზრდა ფრანგი, ემოციებს ვერ მალავდა და ჟურნალისტებთანაც ისაუბრა.
"ესპანეთის ჩემპიონატში, "რეალის" მაისურით მე-100 მატჩი ჩავტარე და ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ. როდესაც 18 წლის ასაკში გუნდში მოვედი, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთ შედეგს მივაღწევდი. ამისთვის თავდაუზოგავი შრომა დამჭირდა. დღეს კი ძალიან ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ დიდებული კლუბის მაისურს კვლავ არაერთხელ მოვირგებ" - განაცხადა რაფაელ ვარანმა.