მიქაუტაძის მორიგი გოლი - მე-6 გოლი მე-4 შეხვედრაში
Aa
Aa

მიქაუტაძის მორიგი გოლი - მე-6 გოლი მე-4 შეხვედრაში

ბელგიის რანგით მეორე ლიგის ''სერენის'' რიგებში 19 წლის  გიორგი მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა. ''სენ ჟილთან'' გასვლით მატჩში მიქაუტაძემ 59-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-4 შეხვედრაში მე-6 გოლი შეაგდო.

ქართველი ფეხბურთელი ბომბარდირთა დავას 6 გოლით ლიდერობს და მეორეადგილოსანს 3 გოლით უსწრებს.

დარჩენილ დროში მიქაუტაძის თანაგუნდელმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და მატჩი ''სენ ჟილის'' გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

ამ ეტაპზე 8-გუნდიან ჩემპიონატში მიქაუტაძის ''სერენი'' 6 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ ''სენ ჟილს'' 2 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, მიქაუტაძე ფრანგული ''ნიცას'' ფეხბურთელია და ბელგიურ კლუბში იჯარის წესით ასპარეზობს. ნიჭიერმა თავდამსხმელმა 2019 წლის დეკემბერში ფრანგულ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელსაც ვადა 2022 წლის ივნისში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები