გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

ბილბაოს ატლეტიკთანაც ვერ ითამაშებს - როდის დაბრუნდება გულიაშვილი

საქართველოს ნაკრების შემტევი, გიორგი გულიაშვილი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში „რასინგის“ მესამე ამხანაგურ შეხვედრასაც გამოტოვებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გუშინ მორიგი ვარჯიში გამართა, რომელშიც გულიაშვილს მონაწილეობა ისევ არ მიუღია.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ქართველი შემტევი ტრავმისგან სარეაბილიტაციო პროცესს აგრძელებს, რის გამოც წინასასეზონო შეკრების დაწყებიდან, სრულფასოვანი ვარჯიშის შესაძლებლობა ვერ ეძლევა. გულიაშვილი მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ახერხებს ვარჯიშს და გუნდთან ერთად ბურთით ამ დრომდე ვერ ემზადება. მოსალოდნელია, რომ 24 წლის ფეხბურთელი გუნდს აგვისტოს შუა რიცხვებში დაუბრუნდება, თუმცა დიდი ალბათობით, ლა ლიგის პირველ ტურში, „ვილიარეალის“ წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.

„რასინგი“ დღეს წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მესამე ამხანაგურ შეხვედრას „ატლეტიკ ბილბაოს“ წინააღმდეგ გამართავს. აქამდე კი ორი ტესტ-მატჩი ითამაშა - „რეალ სოსიედადისა“ (1:1 )და „ოსასუნას“ (0:2) წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა ტრავმა 16 მაისს, „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მთავარი სამიზნე ვინისიუსია, კვარა კი... - მედია არსენალის სატრანსფერო გეგმებზე
მთავარი სამიზნე ვინისიუსია, კვარა კი... - მედია არსენალის სატრანსფერო გეგმებზე