იანის ანტეტოკოუნმპო 2019-20 წლების სეზონის MVP გახდება
Aa
Aa

იანის ანტეტოკოუნმპო 2019-20 წლების სეზონის MVP გახდება

ESPN-ის ინსაიდერი, ადრიან ვოინაროვსკი იუწყება, რომ იანის ანტეტოკოუნმპო 2019-20 წლების სეზონის MVP გახდა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო და ეს ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

ანტეტოკოუნმპო NBA-ის ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელიც ერთ სეზონში MVP-დ და წლის საუკეთესო დამცველად დაასახელეს. იანისი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანსა და ჰაკიმ ოლაჯუვონს შეუერთდა.

„გრიკ ფრიკი“ ლებრონ ჯეიმსისა და კარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ პირველია, ვინც 26 წლის შესრულებამდე რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო მინიმუმ ორჯერ დაისაკუთრა.

ანტეტოკოუნმპომ 2019-20 წლების რეგულარული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. იგი 30.4 წუთში საშუალოდ 29.5 ქულა, 13.6 მოხსნასა და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იანისი პარკეტიდან 55.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 30.4 პროცენტით უტევდა. მისმა „მილუოკიმ“ კი რეგულარული 56 მოგებითა და 17 მარცხით დაასრულა.

ანტეტოკოუნმპოს გარდა, ფინალისტთა შორის ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ ლიდერი, ლებრონ ჯეიმსი და „ჰიუსტონ როქეთსის“ სუპერვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენიც იყვნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები