გიოტებორგი ლიდერის გარეშე: ხარაიშვილი კოპენჰაგენთან მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი ''გიოტებორგს'' ევროპა ლიგაზე ''კოპენჰაგენთან'' შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამპლუით ნახევარმცველი, რომელმაც გასულ ზაფხულში ტრავმის გამო შვედეთის თასის ფინალი გამოტოვა, მოედანს მიმდინარე თვეში ''ჰამარბისთან'' მატჩში დაუბრუნდა, თუმცა შვედეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ''ფალკენბერგთან'' ტრავმის გამო პირველი ტაიმის მიმდინარეობისას შეცვალეს.
CrystalSport-ის ცნობით ამ ეტაპზე ხარაიშვილის ტრავმის ზუსტი დიაგნოზი უცნობია. შესაბამისად უცნობია როდის დაუბრუნდება მინდორს. სავარაუდოდ, ექიმები ტრავმის დიაგნოზს ხვალ დასვამენ.
24 წლის ფეხბურთელი შვედურ კლუბში მესამე სეზონს ატარებს. მან მიმდინარე სეზონში შვედეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ''გიოტებორგი'' ''კოპენჰაგენს'' უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.