Aa Aa
16 სექტემბერი 2020  |  14:43

MMA: 31 ოქტომბერს, დიუსელდორფში ამაირან გოგოლაძე ქამრისთვის იბრძოლებს

31 ოქტომბერს, დიუსელდორფში EMC-ის პრომოუშენში ჩვენთვის საინტერესო ბრძოლა შედგება - MMA-ს ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე ნახევრად საშუალო წონით დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისთვის UFC-ის ყოფილ წარმომადგენელს, ისმაელ ნაურდიევს შეერკინება.

ხსენებული ბრძოლა EMC-ის ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ფინალური და მთავარი დაპირისპირება იქნება.

გოგოლაძემ 5 სექტემბერს, უკრაინელი პაველ კუში 54 წამში იოლად დაამარცხა, რის შემდეგაც ქამრისთვის ბრძოლის საშუალება მიეცა.

შერეულ ორთაბრძოლებში ნაურდიევის სტატისტიკა ასეთია - 24 ბრძოლა, 20 გამარჯვება და 4 მარცხი.

რაც შეეხება გოგოლაძეს, მან ჯამში 12 ბრძოლა გამართა, რომელთაგან 11-ის მოგება შეძლო.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში