ბარსელონას 30 მილიონი ევრო არ აქვს - ლიონის პრეზიდენტმა დეპაის ტრანსფერი უარყო
Aa
Aa

ბარსელონას 30 მილიონი ევრო არ აქვს - ლიონის პრეზიდენტმა დეპაის ტრანსფერი უარყო

„ლიონის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ „ბარსელონას“ ქომაგების იმედები დაასამარა. რამდენიმე საათის წინ, ნიდერლანდულმა გამოცემა, De Telegraaf-მა განაცხადა, რომ „ბარსასა“ და „ლიონს“ შორის დეპაის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა, თუმცა ოლამ ყველაფერი უარყო.

ლიონელთა პირველმა პირმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე De Telegraaf-ის მიერ გავრცელებული სიახლე გააზიარა და პოსტს ასეთი სიტყვები დაურთო: „Telegraaf-ის მიხედვით, მემფისი ბარსას 30 მილიონი ევრო დაუჯდება. ბარსელონას პრეზიდენტმა კვირას მითხრა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო კლუბს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ასეთი წინადადებით ვერ მოგვმართავს“.

შეგახსენებთ, რომ „ბარსას“ მთავარი სამიზნე ლაუტარო მარტინესი იყო, თუმცა არგენტინელის აგენტებმა გუშინ განაცხადეს, რომ ის ამ სეზონში „ინტერის“ დატოვებას არ აპირებს. დეპაის რაც შეეხება, მემფისი რონალდ კუმანის ფავორიტი გახლდათ და ნიდერლანდელი სპეციალისტის აზრით, იგი ლიონელ მესის იდეალურად შეეწყობა, თუმცა როგორც ჩანს, „ბლაუგრანას“ მიზნის მიღწევა გაუჭირდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები