Marca - რეალი ბეილის გუნდიდან წაშლას ცდილობს
Aa
Aa

Marca - რეალი ბეილის გუნდიდან წაშლას ცდილობს

ავტორიტეტულმა მადრიდულმა გამოცემა Marca-მ გარეტ ბეილის შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც დაასახელა მაგალითები თუ როგორ ცდილობს „რეალი“ უელსელის გუნდიდან წაშლას.

„გარეტ ბეილი კვლავინდებურად „სამეფო კლუბის“ ფეხბურთელია, მაგრამ ამის დამტკიცება ძალიან გაგიჭირდებათ. უელსელსა და „ბლანკოსს“ შორის დაძაბული ურთიერთობა სუფევს და დათმობებზე წასვლას არცერთი მხარე აპირებს.

31 წლის შემტევი გუნდს 5 წინ დაუბრუნდა, მაგრამ „რეალს“ ეს დიდად არ ანაღვლებს და საქმიანობას მის გარეშე განაგრძობს. „ბლანკოსის“ საკლუბო მაღაზიაში ბეილის 11-ნომრიანი მაისური აღარაა წარმოდგენილი და 10 ნომრით მოასპარეზე მოდრიჩს 12 ნომრით მოთამაშე მარსელო მოჰყვება. თუ ქომაგები გარეტის მაისურის შეძენას მოისურვებენ, გამყიდველი მას დახლს უკან მდებარე კარადიდან გადმოიღებს.

„რეალმა“ ახალი მაისური უელსელის გარეშე წარადგინა. პრეზენტაციაში მონაწილეობა ბენზემამ, რამოსმა, ასენსიომ და სხვებმა მიიღეს, მაგრამ ბეილი არსად ჩანდა. აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელებში არ გავრცელებულა ფოტო, რომელზეც ვალდებებასზე მყოფი ბეილია გამოსახული. გარეტს ტრავმა აქვს და სპორტდარბაზში ვარჯიშობს, თუმცა ისკო და სხვებიც იმავეს აკეთებენ, მაგრამ მათი რამდენიმე ფოტო ნამდვილად ვიხილეთ.

ბეილსა და „რეალს“ შორის ცივი ომი მიმდინარეობს, რომელიც კიდევ 21 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ახლა ჯერი ფლორენტინო პერესზე და გარეტის აგენტზე, ჯონათან ბარნეტზეა და უელსელის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში 31 წლის ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ. დღეს კი დაიწერა, რომ ბეილის გადაბირებით „ტოტენჰემიც“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები