Aa Aa
15 სექტემბერი 2020  |  18:15

მანჯუკიჩი თურქეთში? - ხორვატი ფენერბახჩეში გადადის

ხორვატიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი თურქულ "ფენერბახჩეში" გადასვლასთან ძალიან ახლოს არის. ინფორმაციას football italia და თურქული გამოცემა Fanatik ადასტურებს.

ხორვატმა ფეხბურთელმა "ბებერი ქალბატონი" 2019 წლის ზამთარში დატოვა და მას შემდეგ ყატარში "ალ დუჰაილის" შემადგენლობაში გამოდის. ირკვევა, რომ 34 წლის თავდამსხმელსა და "ფენერს" შორის მხოლოდ ფორმალური ნაწილიღა დარჩა შესათანხმებელი. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ წლიან კონტრაქტს სთავაზობენ მანჯუკიჩს ან რამდენი იქნება მისი ანაზღაურება.

ბოლო თვეების განმავლობაში მარიოს იტალიური კლუბებიდანაც ჰქონდა შეთავაზება. მისით "ფიორენტინა" და "მილანი" ინტერესდებოდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს იტალიაში დაბრუნება აღარ სურს. 

ვეტერანი თავდამსხმელი ტურინის "იუვენტუსში" 2015 წელს გადაბარგდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 162 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 44 გოლი გაიტანა. 

"იუვეს" ყოფილ ფეხბურთელს ტურინულ გრანდში რამდენიმე გამორჩეული გოლი აქვს გატანილი. ერთ-ერთი მათგანი კი 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალის" წინააღმდეგ იყო. 

"ბებერი ქალბატონის" გულშემატკივრების სამწუხაროდ, მათმა კლუბმა საფინალო შეხვედრა 4:1 დათმო. იტალიელებისთვის ეს რიგით მე-7 წაგებული ფინალია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

მიიღე WELCOME ბონუსი

მიიღე WELCOME ბონუსი

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში