დაკავების დეტალები - კონორმა დაოჯახებულ ქალბატონს სასქესო ორგანო უჩვენა
Aa
Aa

დაკავების დეტალები - კონორმა დაოჯახებულ ქალბატონს სასქესო ორგანო უჩვენა

ბრიტანულმა გამოცემებმა, Sun-მა, Mirror-მა და Daily Mail-მა კონორ მაკგრეგორის დაკავების დეტალები გაავრცელეს და ის მიზეზი დაასახელეს, რომლის გამოც სამართალდამცველებმა ირლანდიელი დააპატიმრეს.

როგორც ირკვევა, კალვიში მდებარე ერთ-ერთ ბარში ყოფნისას მაკგრეგორმა, დაოჯახებულ ქალბატონს, რომელიც ბარის საპირფარეშოსკენ მიემართებოდა, სასქესო ორგანო უჩვენა. Sun-ის ცნობით, კონორს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ჰქონდა მიღებული.

ფრანგულმა ტელეარხმა, France 3 Corse-მა განაცხადა, რომ მისი წარმომადგენლები ზემოთ ხსენებული ქალბატონის მეგობარს დაუკავშირდნენ, რომელმაც ყველაფერი დაადასტურა. „მოწმის ჩვენების მიხედვით, რომელიც დაზარალებულს ახლდა, პირადი დაცვის წევრებთან ერთად მყოფმა კონორ მაკგრეგორმა ახალგაზრდა ქალბატონს, რომელიც ბარის საპირფარეშოსკენ მიემართებოდა, სასქესო ორგანო უჩვენა“, - იუწყება France 3 Corse.

ფრანგული ტელეარხი დასძენს, რომ მომხდარმა ქალბატონზე დიდი გავლენა იქონია და შოკში ჩააგდო.

ცნობისთვის, ინციდენტი 6 სექტემბერს მოხდა. მაკგრეგორი კი გასულ პარასკევს დააპატიმრეს. იგი მომდევნო დღეს გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული და შესაძლოა, ამ კვირაში სასამართლოში გამოცხადება მოუწიოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები