შენგელიას ბენეფისი "რეალთან"
"ევროლიგის" მე-3 ტურის შეხვედრაში, მადრიდის "რეალმა" საკუთარ პარკეტზე "ბასკონია" მიიღო და 87:91 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში შესანიშნავი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, რომლის შეჩერებაც მადრიდელებს ძალიან უჭირდათ.
ქართველმა ფორვარდმა 27 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 დაფარება მიითვალა და მატჩის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ. მან 10-დან 5 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
სამი ტურის შემდეგ, "ბასკონიას" 2 მოგება აქვს და 16-გუნდიან "ევროლიგაში" მე-6 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თექვსმეტივე გუნდი ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდება, ხოლო რეგულარულ ეტაპს "პლეი-ოფი" მოჰყვება.