თბილისის "დინამო" დღეს ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს
თბილისის "დინამო" დღეს 25 ოქტომბერს გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს.
ახალი მწვრთნელის წარდგენა "დინამოს" დიღმის ბაზაზე 16:00 საათზე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა განიხილებოდა უკრაინელი ვიაჩესლავ გროზნი და ბელორუსი ლეონიდ კუჩუკი.
ჩვენი ინფორმაციით, "დინამო" სწორედ ამ ორიდან ერთ-ერთს დანიშნავს მწვრთნელად.