L'Equipe: ლეონარდომ ხორხე მესის დაურეკა, თუმცა ლეომ უკვე სიტი აირჩია
Aa
Aa

L'Equipe: ლეონარდომ ხორხე მესის დაურეკა, თუმცა ლეომ უკვე სიტი აირჩია

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L'Equipe-ი წერს, რომ პსჟ-ს სპორტული დირექტორი ლეონარდო ლეო მესის მამას ხორხეს ტელეფონით დაუკავშირდა და მას ტრანსფერის შესახებ ესაუბრა.

წყაროს ცნობით, ლეონარდოსა და პარიზულ კლუბს აინტერესებთ რამდენად შესაძლებელია არგენტინელის ტრანსფერი და როგორია მისი ღირებულება.

ფრანგული გამოცემის თქმით, მესის მამამ და ამავდროულად მისმა აგენტმა ლეონარდოს უპასუხა, რომ მისმა შვილმა არჩევანი „მანჩესტერ სიტიზე“ შეაჩერა.

L'Equipe-ი გუშინ წერდა, რომ რონალდ კუმანი ანტუან გრიზმანს ესაუბრა და მას მესის პოზიციაზე თამაშთან ერთად გუნდის ლიდერობა დაჰპირდა.

ფრანგული გამოცემა „ბარსელონას“ირგვლივ არსებულ მოვლენებს აქტიურად აშუქებს და საკმაოდ სერიოზულ ინფორმაციებსაც ავრცელებს, თუმცა ყველაფერი ვარაუდად რჩება, სანამ მესი დუმილს არ დაარღვევს და საჯარო განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელის განცხადებას საფეხბურთო და მთლიანად სპორტული სამყარო უახლოეს დღეებში ელოდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები