კოლაროვი ინტერში? - მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში გადადის
Aa
Aa

კოლაროვი ინტერში? - მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში გადადის

ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო, ალექსანდრ კოლაროვთან დაკავშირებით, ტვიტერის საკუთარ  გვერდზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.

რომანოს თქმით, სერბი ფეხბურთელი ბოლო 24 საათის განმავლობაში "ინტერთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. "ნერაძურის" მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ძალიან სურს კოლაროვის საკუთარ კლუბში ხილვა. ინფორმაციის თანახმად ალექსანდრმა პირადი დეტალები შეათანხმა და ახლა საუბარი მხოლოდ ტრანსფერის თანხაზე მიმდინარეობს.

კონტეს კოლაროვის გარდა "ჩელსის" მარცხენა მცველის, ემერსონ პალმიერის დამატებაც სურდა, მაგრამ ტრანსფერი ლონდონელთა მოთხოვნილმა მაღალმა ფასმა შეაფერხა. "არისტოკრატებმა" ბრაზილიური ფესვების მქონე ფეხბურთელი 25 მილიონად შეაფასეს.

ალექსანდრ კოლაროვმა "რომას" მაისურით 2017 წლის შემდეგ 132 მატჩი ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები