sportschatplace.com:
Aa
Aa

sportschatplace.com: "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული NBA-ს ისტორიაში საუკეთესოა!

sportschatplace.com წერს, რომ შესაძლოა, "გოლდენ სტეიტის" ის ხუთეული, რომელიც 25 ოქტომბერს ახალ სეზონს დაიწყებს, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო იყოს. 

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "გოლდენ სტეიტმა" რეგულარულ სეზონში 73 მატჩი მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა. მას მერე სასტარტო ხუთეულს კევინ დურანტი და ზაზა ფაჩულია დაემატნენ. 

ახალ სეზონში "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეული ასე გამოიყურება: სტეფ კარი, კლეი ტომპსონი, კევინ დურანტი, დრეიმონდ გრინი და ზაზა ფაჩულია.

ფინალისტს პირველი გამოცდა უკვე პირველ შეხვედრაში ექნება, როცა "სან ანტონიოს" მიიღებს. ეს შეხვედრა 25 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები