ოფიციალურად: ვატო არველაძე თურქეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!
Aa
Aa

ოფიციალურად: ვატო არველაძე თურქეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს!

ვატო არველაძე კარიერას თურქეთის სუპერ ლიგაში აღზევებულ "ფათიჰ ქარაგუმრუქში" გააგრძელებს. 22 წლის ფორვარდი თურქულ კლუბს თბილისის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. 

არველაძე უკვე ქარაგუმრუქში იმყოფება, იგი კლუბმა წარადგინა და მხარეებს შორის 2-წლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა.

"ფათიჰ ქარაგუმრუქი" 1926 წელს დაარსებული კლუბია, რომლის მფლობელიც სულეიმან ჰურმა გახლავთ. მას ტყუპ ძმებ არველაძეებთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. არჩილ არველაძე ამჟამად "ფათიჰ ქარაგუმრუქის" ვიცე-პრეზიდენტია. კლუბი თურქული ფეხბურთის ელიტაში 36-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს და იქ მე-3 სეზონს გაატარებს.

ვატო არველაძე 2014-15 წლებში თურქულ "ქაშიმფაშას" ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა, ბოლო ორი წელი კი პოლონურ "კორონაში" ასპარეზობდა, რომელიც პანდემიამდე დატოვა და კარიერა თბილისის "ლოკომოტივში" გააგრძელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები