Aa
Aa

"ჩამოვედი ძალიან ძლიერ გუნდში" - შენგელიამ რუსეთზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რუსულ მედიასთან ისაუბრა.

როდის ვიყავი პირველად რუსეთში? ეს იყო ბავშვობაში,როდესაც მამაჩემი კახა შენგელია მოსკოვის დინამო ასპარეზობდა. მან მოსკოვურ კლუბში თითქმის ერთი წელი იასპარეზა. რუსულ ხელოვნებას და ლიტერატურას კარგად არ ვიცნობ. მხოლოდ ის რაც სკოლის პერიოდში გავიარეთ. მაგრამ,ვფიქრობ,რომ ეხლა ბევრად მეტ საინტერესო რამეს გავიგებ.  მე ჩამოვედი სათამაშოდ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდში. ვეცდები თავი გამოვიჩინო და გუნდთან ერთად ტიტულები მოვიპოვო. მინდა ასევე დაინახოს ყველამ,რომ უბრალო ხალხს შეუძლია ერთმანეთში ურთირთობა მიუხედავად პოლიტიკური მდგომარეობისა. სპორტი აუცილებლად უნდა ჩამოვაშოროთ პოლიტიკას,მაგრამ სამწუხაროდ ხდება პირიქით.“ - განაცხადა შენგელიამ

შეგახსენებთ,რომ ქართველი კალათბურთელი მოსკოვურ კლუბში 4 აგვისტოს შემდეგ ვარჯიშბს.

შენგელიას დებიუტი ცსკა-ში 23 სექტემბერს ნურ-სულთანში შედგება,სადაც მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში „ასტანას“ დაუპირისპრიდება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები