Aa Aa
14 აგვისტო 2020  |  18:26

ბათუმის დინამო ეროვნული ნაკრების ექს-მცველით გაძლიერდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-მცველმა ლაშა შერგელაშვილმა საბერძნეთის სუპერლიგაში აღზევებული ''იანინა'' დატოვა და კარიერას ბათუმის ''დინამოში'' გააგრძელებს. CrystalSport-ის ცნობით მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ევროპა ლიგისთვის აჭარული კლუბი მარცხენა მცველით გაძლიერდება.

გია გეგუჩაძე ლაშა შერგელაშვილს ქუთაისის ''ტორპედოსა'' და თბილისის ''დინამოში'' წვრთნიდა. 

ქუთაისის ''ტორპედოს,'' თბილისის ''დინამოსა'' და ''სამტრედიას'' ყოფილმა ფეხბურთელმა 2017-18 წლებში ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობისას ეროვნულ გუნდში 7 მატჩი ჩაატარა.

კენჭისყრის შედეგად, ბათუმის ''დინამოს'' მეტოქედ ებრაული "ჰაპოელ ბეერ შევა" ერგო. თანაც, აჭარელებს მატჩის ჩატარება ისრაელში მოუწევთ. ებრაელებს საკმაოდ გამოცდილი და ძლიერი გუნდი ჰყავთ, რაც თუნდაც ბოლო წლებში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე რამდენჯერმე გასვლასა და ისრაელის ჩემპიონატის ზედიზედ 3-ჯერ (2015-16; 2016-17 და 2017-18) მოგებაში გამოიხატება. "ჰაპოელმა" ისრაელის ლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულა.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ერთმატჩიანია და ყველა შეხვედრა 27 აგვისტოს ჩატარდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში