Aa
Aa

ობლაკი მომავალზე დაფიქრდება - ჩელსიში ტრანსფერი რეალური ხდება?

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ ბრიტანული პრესა იან ობლაკის „ჩელსიში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდა.

ხმები მას შემდეგ გამძაფრდა, რაც Sky Sports-მა ობლაკის მატჩისშემდგომი პოზიცია გააჟღერა. გავლენიანი გამოცემის ცნობით, ობლაკმა განაცხადა, რომ ლიგაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ საკუთარ მომავალზე სერიოზულად დაფიქრდება.

ლონდონელთა თავკაცი, ფრენკ ლამპარდი კეპა არისაბალაგას არ ენდობა და გუნდში ახალი მეკარის მიყვანა სურს, მისთვის პრიორიტეტული კანდიდატი კი სწორედ 27 წლის ობლაკია.

სლოვენიელ კარის დარაჯს „ატლეტიკოსთან“ გაფორმებულ კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 110 მილიონი ფუნტი უწერია. თანაც, მადრიდელები თანხის დაკლებას არც ერთ ვარიანტში არ აპირებენ.

ვნახოთ, რამდენად შეძლებს „ჩელსი“ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის დაყოლიებას. ისე კი, მას „როხიბლანკოსთან“ ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები