Aa Aa
12 აგვისტო 2020  |  17:48

Crystalbet ეროვნული ლიგა - პირველი წრის საუკეთესოების ვინაობა ცნობილია

Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა.

ჩატარებული 9 ტურის შემდეგ თბილისის „დინამო“ 18 ქულით პირველ ადგილზეა.

ბათუმის „დინამო“ კი ერთადერთი გუნდია,რომელსაც ჯერ Crystalbet ეროვნული ლიგაში წაგება არ აქვს.

პირველი წრის შემდეგ ბომბარდირთა დავას 6 გოლით გორის „დილას“ თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი ლიდერობს.

Crystalbet ეროვნული ლიგის ოფიაციალურმა გვერდმა პრიველი წრის სიმბოლური გუნდი დაასახელა.

ასევე Crystalbet ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა ჯიღაური დასახელდა.

საუკეთესო მწვრთნელი კი გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე გახდა.

Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე წრე სტარტს დღეიდან აიღებს.

თელავში 21 საათზე ადგილობრივი კლუბი გათამაშების ლიდერს თბილისის „დინამოს“ დაუპირსპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები