Aa
Aa

1/4 ფინალამდე 3 დღით ადრე - ატლეტიკოს ორ წევრს ვირუსი დაუდგინდა

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ მატჩამდე 3 დღით ადრე მადრიდის „ატლეტიკოს“ ორ წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

„როხიბლანკოს“ ყველა წარმომადგენელს პორტუგალიაში გამგზავრებამდე ტესტი ჩაუტარდა, რის შემდეგაც ორ ადამიანს ვირუსი დაუდგინდა, მათ თავიანთ სახლებში თვითიზოლაციაში გადაინაცვლეს, კლუბმა კი ფაქტის შესახებ უეფა-სა და სხვა შესაბამის ორგანოებს ოფიციალურად აცნობა.

ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ამ ორ დაინფიცირებულს შორის ფეხბურთელი ან სამწვრთნელო შტაბის წევრი. როგორც „ათლეტთა“ განცხადებაში წერია, ეს პიროვნებები გუნდის სამგზავრო ეკიპაჟს ჩამოშორდნენ, ხოლო დანარჩენი ყველა ადამიანი ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის პორტუგალიაში გაემგზავრა.

„ატლეტიკო“ 1/4 ფინალურ შეხვედრას გერმანულ „ლაიფციგთან“ 13 აგვისტოს, ლისაბონში, „ესტადიო და ლუჟზე“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები