მეგა ტრანსფერის მოლოდინში? - რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს
Aa
Aa

მეგა ტრანსფერის მოლოდინში? - რონალდუს აგენტი პსჟ-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს

Footmercato-ს ცნობით მიმდინარე ზაფხულში შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ ტურინის ''იუვენტუსიდან'' საფრანგეთის ჩემპიონ პსჟ-ში გადავიდეს. ტრანსფერის თაობაზე პორტუგალიელის აგენტი ჟორჟე მენდეში პარიზული კლუბის სპორტულ დირექტორს, ლეონარდოს ესაუბრა. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა დეტალები სატრანსფერო თანხისა თუ რონალდუს სამომავლო კონტრაქტის შესახებ არ ვრცელდება.

სუპერვარსკვლავის პსჟ-ში გადაბარგების შემთხვევაში პარიზული კლუბის შეტევითი პოტენციალი საოცარი იქნება, რონალდუ მბაპესა და ნეიმარის მხარდამხარ ითამაშებს.

35 წლის რონალდუ 2018 წელს მადრიდის ''რეალიდან'' ტურინის ''იუვენტუსში'' გადავიდა, თუმცა კლუბის მთავარი მიზანი მიუღწეველი რჩება, იტალიურმა გრანდმა პორტუგალიელთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო.

იტალიის სერია ა-ს ჩემპიონ გუნდში რონალდუს ყოველწლიური ხელფასი 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები