''ქინქლაძე ჩვენი გუნდის მესი იყო'' - კუნძულზე ქართველს არ ივიწყებენ
Aa
Aa

''ქინქლაძე ჩვენი გუნდის მესი იყო'' - კუნძულზე ქართველს არ ივიწყებენ

სავას პურსაიტიდისმა, რომელიც 2004-05 წლებში ''ანორთოსისში'' გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი იყო, ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.

SPOR FM 95-თან ინტერვიუში პირეოსის ''ოლიმპიაკოსის'' ექს-ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ქინქლაძე მესის სტილის მოთამაშე იყო.

''ქინქლაძის თამაში ჩემს გონებაში დარჩა. გამიმართლა, იღბლიანი ვარ, რომ მისი თანაგუნდელი ვიყავი. ის ''ანორთოსისის'' მესი იყო.

ვიდრე ჩვენს გუნდში გადმოვიდოდა, მისი ''მანჩესტერ სიტიში'' გამოსვლის კადრები ვნახე. მას მანჩესტერში King-ladze-ს ეძახდნენ. საოცარი ფეხბურთელი იყო. მას რომ ქეცბაიას მსგავსი შრომისუნარიანობა და წარმატებისკენ ლტოლვა ჰქონოდა, ''ბარსელონაში'' ითამაშებდა და ევროპაში წამყვანი მოთამაშე იქნებოდა. ასევე, ვიფიქრებდი ქეცბაიას შესახებ, მას რომ ქინქლაძის ტალანტი ჰქონოდა.

მასთან პირველი ვარჯიშის შემდეგ სახლში მივედი და მეუღლეს ვუთხარი: ''მე მყავს ახალი თანაგუნდელი, მას წონის პრობლემა აქვს, სასურველზე 10 კილოგრამით მეტს იწონის, მაგრამ ასეთი საოცარი თანაგუნდელი არასდროს მყოლია.

''ანორთოსისში'' გადმოსვლამდე ქინქლაძე დიდი ხანი უგუნდოდ იყო, თუმცა წონის პრობლემის მიუხედავად საოცრად თამაშობდა.''

2004-05 წლების სეზონში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი ''ანორთოსისი'' კვიპროსის ჩემპიონი გახდა და გუნდის გამორჩეული მოთამაშე გიორგი ქინქლაძე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები