Aa
Aa

იუვე დე პაულის ტრანსფერზე ლაპარაკობს - უდინეზეს 40 მილიონი უნდა

ტურინული Tuttosport-ის ცნობით, „იუვენტუსი“ „უდინეზესთან“ როდრიგო დე პაულის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ უდინელები არგენტინელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში, მის დასათმობად მზად არიან.

„ბებერ ქალბატონს“ 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში რამდენიმე კონკურენტი ჰყავს, რომელთა შორისაც ყველაზე უფრო „ნაპოლი“, „ინტერი“ და „მილანი“ უნდა გამოვარჩიოთ. ამ კლუბებს „უდინეზესთან“ მოლაპარაკების მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ საქმე სერიოზულ სტადიამდე არ მისულა.

უდინურმა კლუბმა დე პაული 2016 წელს „ვალენსიადან“ 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. არგენტინელს ფრიულელებთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები