Aa Aa
3 აგვისტო 2020  |  13:00

დინამოს განცხადება - კლუბის წილებთან დაკავშირებით დავა არ არსებობს

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის საქმესთან დაკავშირებით “დინამო თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

რამოდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოსდა რამოდენიმე დღის წინ წყნეთის გზაზე მომხდარი კრიმინალური თავდასხმა დაკავშირებულია საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის წილების თაობაზე მიმდინარე დავასთან. ასევე გავრცელდა არასწორი ინფორომაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ჩართულია სასამართლო დავაში, რაც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოს წინააღმდეგ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის წილებთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს რაიმე სახის სამართლებრივი ან კომერციული დავა არც საქართველოში და არც რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქციაში. ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამასთან, საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი არ არის ჩართული რაიმე სახის სასამართლო დავაში, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს წილების გადანაწილებას ან კლუბის მიმართ რაიმე უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია თითქოსდა საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი ან მისი პარტნიორები ჩართული არიან სასამართლო დავაში, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოში დასრულდა, არ შეესაბამება სინამდვილეს. კლუბი სრულად არის კონცენტრირებული საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებზე, რათა მიმდინარე საფეხბურთო სეზონშიც შეინარჩუნოს საქართველოს ჩემპიონის ტიტული და მისი ერთგული გულშემატკივარი ევროპულ ასპარეზზე წარმატებული გამოსვლით გაახაროს” –ნათქვამია განცხადებაში

გამოძიების ინფორმაციით, ირაკლი ღლონტმა 2020 წლის 28 ივლისს, ავტომობილიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა სხვა ავტომობილის მიმართულებით, რომელსაც 1968 წელს დაბადებული ლერი სულაბერიძე მართავდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში