ცოლის ღალატი? - ილიჩიჩი ღრმა დეპრესიაშია და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
Aa
Aa

ცოლის ღალატი? - ილიჩიჩი ღრმა დეპრესიაშია და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს

ბერგამოს "ატალანტას" ერთ-ერთი ლიდერი, იოსიპ ილიჩიჩი 11 ივლისის შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. მან "იუვენტუსთან" მატჩისას კუნთის ტრავმა მიიღო და 10-15 დღე უქმობა უწევდა.

ტრავმა ტრავმად, მაგრამ იტალიურ პრესაში 32 წლის შემტევის უკვე ამჟამინდელი უთამაშებლობის მიზეზად ერთობ უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება და ისიც იწერება, რომ ილიჩიჩი მომხდარის გამო ფეხბურთიდან წასვლაზეც ფიქრობს.

როგორც სხვადასხვა აპენინური წყაროებიდან ვიგებთ, ტრავმის მიღების შემდეგ სლოვენიელი "ატალანტას" რამდენიმე დღით გაეთავისუფლა და სამშობლოში ოჯახის მოსანახულებლად გაემგზავრა. თანაც, ამის შესახებ მეუღლეს არაფერი უთხრა და მისთვის სიურპრიზის მოწყობა ჩაიფიქრა.

View this post on Instagram

????‍????‍????❤️????

A post shared by Josip Ilicic Jojo (@ilicic72) on Oct 27, 2016 at 6:27am PDT

ბედის ირონიით, თურმე, სიურპრიზი თავად ილიჩიჩს ელოდა, თანაც უსიამოვნო და შოკისმომგვრელი. სლოვენიაში საკუთარ სახლში მისულს ცოლი საწოლში სხვა კაცთან ერთად დახვდა, რის შემდეგაც ფეხბურთელს დეპრესია აქვს და კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

აღნიშნულ ცნობას გავლენიანი გამოცემები ჯერჯერობით არ ადასტურებენ და მას მხოლოდ კულუარული ხასიათი აქვს. თუმცა, სრულიად იტალიური პრესა ერთხმად წერს, რომ ილიჩიჩს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი უდგას, ფეხბურთი ახლა მისთვის მეასეხარისხოვანია და სლოვენიიდან პირადი მიზეზების გამო ვერ ბრუნდება. Gazzetta dello Sport-ი და La Repubblica კონკრეტულად აღნიშნავენ, რომ ეს პირადი მიზეზი სწორედ დეპრესიაა. დეპრესიისა და პირადი პრობლემების შესახებ გავრცელებულ ცნობას Sky Sport Italia-ს ცნობილი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციოც ადასტურებს.

ილიჩიჩთან დაკავშირებით 1-ელ აგვისტოს კომენტარი "ატალანტას" კაპიტანმა, ალეხანდრო გომესმა გააკეთა: "ჩვენ ყველას ილიჩიჩი გვენატრება უფრო მეტად ადამიანი, ვიდრე ფეხბურთელი. იგი გასახდელში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელია და შესანიშნავი მეგობარიც გახლავთ. სრულიად გუნდს იმედი გვაქვს, რომ სეზონის ბოლოს მიღწეული წარმატებებით მას მცირედ სიხარულს მაინც მოვუტანთ", - როგორც ვხედავთ, არგენტინელის განცხადებაში თანაგრძნობის ნიშნები ნათლად იკვეთება.

ილიჩიჩი და მისი მეუღლე, რომლის სახელი-გვარი პრესაში ამ დრომდე არ გახმაურებულა, 5 წელზე მეტია ერთად არიან და საერთო შვილებიც ჰყავთ.

View this post on Instagram

❤️❤️❤️

A post shared by Josip Ilicic Jojo (@ilicic72) on Jan 8, 2017 at 1:44am PST

იოსიპ ილიჩიჩი თავისი თაობის ერთ-ერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. "ატალანტაში" ნაჩვენები შესანიშნავი ასპარეზობისა და ლამაზი სათამაშო სტილის გამო იტალიურმა მედიამ სლოვენიელს "პროფესორი" შეარქვა.

გამოცდილი შემტევი 2010-13 წლებში "პალერმოში" თამაშობდა, შემდეგი 4 სეზონი "ფიორენტინაში" გაატარა, 2017 წლიდან კი ჯან პიერო გასპერინის ფორმაციის "ატალანტას" ერთ-ერთი ლიდერია. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ეგიდით ჩატარებულ 34 შეხვედრაში 21 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები